Holland Roden Georgian Fans



ტაილერ პოუზი
ტაილერ პოუსი არის 21 წლის ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი რომელიც დაიბადა 1991 წლის 18 ოქტომბერს, სანტა მონიკაში, კალიფორნიაში. ტაილერმა ბევრ ფილმში თუ სერიალში მიიღო მონაწილეობა მაგრამ პოპულარული გახდა როდესაც ითამაშა სკოტ მაკკოლის როლი MTV's Teen Wolf -ში.
ტაილერ გარსია პოუსი დაიბადა 1991 წლის 18 ოქტომბერს სანტა მონიკაში, კალიფორნიაში და ამ დროისთვის ცხოვრობს ლოს ანჟელესში. წარმოშობით ის არის ირლანდიელი, ინგლისელი და მექსიკელი.
სცენაზე პირველად ექვსი წლის ასაკში ავიდა და მამამისთან ერთად მსახიობობდა. შემდგომ ისინი ერთად მუშაობდნენ სხვადასხვა სერიალებში და ფილმებში. 8 წლის ასაკში პოუსიმ ითამაშა ფილმ Collateral Damage და Maid in Manhattan -ში, ასევე პოპულარულ სერიალებში როგორიცაა Smallville, Brothers & Sisters და Lincoln Heights.


ჰოლანდ როდენი
.ჰოლანდ მარი როდენი დაიბადა 7 ოქტომბერს 1986 წელს, აშშ,დელასი,ტეხასი. ამერიკელი მსახიობი, ცნობილია თავისი როლით MTV-ის პოპულარულ სერიალ "Teen Wolf", სადაც ის ასრულებს ლიდია მარტინი-ს როლს. ჰოლანდი 3 წელი სწავლობდა UCLA-ში სამედიცინო კურსებზე კარდიოგრაფიას. ახლა კი სამსახიობო კარიერას სრული სერიოზულობით ეკიდება, თუმცა ამბობს, რომ ამას არასდროს არ გეგმავდა.
ჰოლანდი ცხოვრობს ტეხასის შტატში. მისი ოჯახის წევრები ექიმები არიან. მას უყვარს ხატვა და მუსიკის მოსმენა.